Wednesday, November 18, 2015

დღე-9

დღეს ჩვენი ტრენინგის დასკვნითი ნაწილია.წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაციები.საკმაოდ დიდი მუშაობა  დაგვჭირდა  იმისათვის ,რომ წარმოგვედგინა ჩვენი პროექტები საუკეთესოდ.ყველას პროექტი საინტერესო და კარგად დამუშავებული იყო.ზოგადად ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და შრომატევადი.მადლობა გვანცას გაწეული დახმარებისათვის,სასეთი საინტერესო და მრავლისმომცემი ინფორმაციის მოწოდებისათვის.

Sunday, November 15, 2015

დღე-8

დღევანდელი დღე დაიწყო ჩვენი პროექტების შემოწმებით,სადაც დავამატეთ მოსწავლის ნიმუში და შეფასების რუბრიკები.მივიღეთ გარკვეული შესწორებები გვანცას დახმარებით.გავეცანით მე-7ს,სადაც მოცემული იყო დიფერენცირებული სწავლების ნიმეშები და ფასილილიტაციის ტექნოლოგიების გამოყენება პროექტში.ტრენერმა მოგვცა მითითებები როგორ დავასრულოთ პროექტი სრულყოფილი სახით.

Saturday, November 14, 2015

მე-7დღე

დღეს მოვისმინე მოდული6.ძალიან დამღლელიყო ეს დღე.მოვისმინე დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის,ბლუმის და გარდნერის მატრიცები,გამოვიყენე ტექნოლოგიები ეფექტური სწავლებისათვის.

Sunday, November 8, 2015

დღე-6

მე დღეს შემისწავლე სლაიდის შექმნა,ფოტოს გადმოწერა,ფერების შეცვლა.მოსწავლის როლის მორგება.აგრეთვე შეფასების რუბრიკის ბიბლიოთეკა.შემხვდა გარკვეული პრობლემები,რომლებიც ქალბატონ გვანცას დახმარებით გავართვი თავი.

Saturday, November 7, 2015

დღე-5

განვიხილე კავშირი სტანდარტსა და მიზანს შორის,ვისაუბრე მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებზე,აგრეთვე დავსვი ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები ,რომლებიც სტანდარტიდან გამომდინარეა.ვისწავლე  ონლაინ კოლაბორაცია.ვისწავლე აგრეთვე საავტორო უფლებების დაცვა.

Sunday, November 1, 2015

დღე4

გავეცანი პროექტზე მუშაობის სქემას,რომელიც  დროშია გაწერილი;პროექტზე მუშაობის დაწყებამდე,მუშაობის პროცესში და დასრულებას.მის მეთოდებსა და ინსტრუმენტებს.მოვისმინე კოლეგების მოსაზრებები,მოვახდინეთ მათი შეჯერება.განვიხილე შეფასების დროის ჩარჩო,პროექტზე მუშაობისას მნიშვნელოვანია უწყვეტი შეფასება.მოსწავლეთა უნარ-ჩვევების განვითარებისათვის.მივუსადაგე სათანადო ინდიკატორები ესგდან.

Monday, October 26, 2015

დღე2

მოვისმინეთ თითეული მსმენელის  პროექტის ნიმუში,გავაანალიზეთ თუ ვის რა შეცდომა გვქონდა  მოვახდინეთ ჩასწორება თითეულ პროექტში.საინტერესოდ წარიმართა ტრენინგის მეორე დღე.ტრენერის დახმარებით განვიხილეთ თითოეული წვრილმანი.

Saturday, October 24, 2015

დღე-1

მე დღეს გავეცანი მოდული1ს.მაინტერესებს პორთფოლიოს ელექტრონულად ატვირთვა.რას მოვისმინე ძალიან საინტერესო იყო.ტრენერი გასაგებ ენაზე საუბრობდა,ყოველ კითხვაზე ამომწურავად პასუხობდა.წინ საინტერესო შეხვედრები გველოდება.